„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორიგინალური კომენტარებით ყოველთვის გამორჩეულია და ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მორიგი საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
„ამ დონეზე თამაში 50-წლამდე შემიძლია. ვეთანხმები ზლატანს“, - წერს იბრა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შვედმა იანვრიდან მოყოლებული „მილანის“ შემადგენლობაში 19 თამაში ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.