ფეხბურთი

22:30 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ტიაგო "ბაიერნს" დატოვებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კლუბს დატოვებს. როგორც "რეკორდმაისტერთა" აღმასრულებელი დირექტორის კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, ესპანელმა ჰასან სალიმამიძიჩს წასვლის სურვილი დაუტასტურა.

"ჰასანს და ალკანტარას პროდუქტიული მოლაპარაკებები ჰქონდათ და ერთი პერიოდი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ტიაგოს საქმე, მაგრამ შემდეგ ესპანელმა ჰასანს შეატყობინა, რომ ახალი გამოწვევა უნდოდა და ჩვენ მისი გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდეთ." - განუცხადა რუმენიგემ Sky Germany-ს.

ტიაგო გერმანელებმა 2013 წელს "ბარსელონადან" 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. ესპანელმა "ბაიერნის" მაისურით 231 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალკანტარა ზედიზედ შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

0.115986