ფეხბურთი

16:19 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქალაქ მილანის დიდებული არქიტექტურა ფეხბურთელთა მაისურებზე

როგორც იცით, იტალია და სახელოდობრ ქალაქი მილანი ათწლეულების მანძილზე მსოფლიო მოდის ტენდენციების ერთ-ერთი წარმმართველია. ეს ფაქტი შესანიშნავად გამოიყენა სპორტული ინვენტარის შემქმნელმა კომპანია “პუმამ“, რომლის დიზაინერებმა საფეხბურთო კლუბ “მილანის“ მაისურებზე ამ ქალაქის არქიტექტურული შედევრები გამოსახეს.

შეიძლება ადამიანი სულ არ იყოს დიდებულ ქალაქ მილანში ნამყოფი, მაგრამ ყველამ იცის ამ ქალაქის არქიტექტურული შედევრები - ლას სკალა, დუომო, ვენციეს კათედრალი და სხვა... ყველა ეს საოცარი ნაგებობა მაისურებზე კონტურული ნახატის სახით იქნება გამოსახული და ხაზს გაუსვამს მილანის დიდ წარსულსა და აწმყოს.

ეს მაისური უკვე გახდა საყოველთაო განსჯის საგანი და მიუხედავად იმისა, რომ მილანელ მობურთალებს ახალი შესამოსელი წესით მომდევნო სეზონში უნდა ჩაეცვათ, კლუბის ხელმღვანელებმა ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს და მაისურებს იტალიის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში გამოამზეურებენ.

თეგებიმილანი
0.128754