დინამოში რამდენიმე კარგი ახალგაზრდაა. მათ შორის, დაჩი ქავთარაძეც.
ბიჭს მისაღები სეზონი ჰქონდა და ახალ სეზონში ის მეტი დროისთვის იბრძოლებს.
ახალგაზრდა (18 წლის) გამთამაშებელი დინამოს უნდა დაეხმაროს.
რამდენიმე კითხვა საინტერესო მოთამაშეს.
3 საყვარელი გამთამაშებელი.
დაჩი ქავთარაძე: სტეფ კარი, დემიან ლილარდი, კრის პოლი.
აპირებ NBA-ს ყურებას?
დ.ქ: თუ ეს არ შემიშლის ხელს სავარჯიშო, მოსამზადებელ ციკლში. ისე, NBA-ს მატჩებს ხშირად ვუყურებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს არ მიშლის ხელს ძილში, დასვენებაში.
ვინ არის ფავორიტი?
დ.ქ: ფავორიტი არის ის გუნდი, სადაც ლებრონ ჯეიმსი თამაშობს. და, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ამ სეზონს. მეფემ იცის თავისი საქმე ფლეი ოფში.