იტალიის სერია A-ს 37-ე ტური ორი მატჩით დაიწყო. არცერთს განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია, თუ მეორე ადგილისთვის ბრძოლას არ ჩავთვლით.
თავდაპირველად ბერგამოს „ატალანტა“ „პარმას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. დეიან კულისევსკის გოლით გოლით ტაიმი პარმეზანელებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა ვითარება გამოასწორეს. რუსლან მალინოვსკიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს პაპუ გომესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ატალანტამ“ მოგების მიუხედავად მეორე ადგილზე აღზევება ვერ მოახერხა, რადგან მისი კონკურენტი „ინტერიც“ გამარჯვებული გამოვიდა ამ ტურში. ანტონიო კონტეს გუნდმა „ნაპოლის“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. შედეგად, „ნერაძური“ ბერგამოელებს 1 ქულით უსწრებს.
ბოლო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ბერგამოში შეხვდებიან და მეორე ადგილის მფლობელის ვინაობასაც ერთმანეთში გაარკვევენ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო თამაში გველოდება.
„პარმა“ – „ატალანტა“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 კულუსევსკი (43), 1:1 მალინოვსკი (70), 1:2 გომესი (84)
„ინტერი“ – „ნაპოლი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (11), 2:0 ლაუტარო მარტინესი (74)