„ტრაბზონსფორი“ რამდენიმე დღეა მთავარი მწვრთნელის გარეშეა და კლუბს შოთა არველაძეც დაუკავშირეს. შემდეგ თურქულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ქართველმა სპეციალისტმა დიდი თანხა მოითხოვა, რაც არველაძემ არ დაადასტურა.
„არ ყოფილა წინადადება ხელმძღვანელობისგან. თითქოს დიდი ფული მოვითხოვე, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. თუ საქმე „ტრაბზონსფორს“ ეხება, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ფულზე საუბრობს. დღეს ეს შოთა არველაძე თუ ვარ, ეს „ტრაბზონსფორის“ დამსახურებაა და მის წინაშე ვალდებული ვარ. ამ გუნდის წყალობით ვითამაშე ევროპაში, „ტრაბზონი“ ჩემი ვინაობაა, ეს ჩემი გუნდია. ნამდვილად არ შევხედრივარ ხელმძღვანელობას. ვიმეორებ, როდესაც საქმე „ტრაბზონსფორს“ ეხება, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წინა პლანზე ფულს აყენებს“, - ციტირებს არველაძის სიტყვებს 61saat.com.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე „ტრაბზონსფორში“ 1993-1997 წლებში თამაშობდა, ხოლო 2015 წელს მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ამჟამად ქართველი ტაშკენტის „ფახთაქორის“ თავკაცია.