კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძილებითი პაუზის შემდგომ MLS-ის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილმა შედეგიანი თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მერვედფინალურ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ვაკომ "რეალ სოლტ ლეიკთან" მატჩში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენებურმა ჯერ პირველ გოლში ესპინოზა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა, ხოლო 61-ე წუთზე რიოსთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და თავადაც გაიტანა.
აღნიშნული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების "სან-ხოსემ" 5:2 მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეტოქე გუნდს კი თამაშის დასრულება 9 ფეხბურთელით მოუწია.
აქვე გეტყვით რომ, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო კი გოლის გატანიდან 20 წუთში შეცვალეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საოცარია ეს ამერიკის ჩემპიონატი - რაც არ უნდა იყოს, ამდენი ფული აქვთ, რას გავს ამათი თამაში??
ე
ასეთი დაბალი დონე სადამდე?გადავამოწმე, ამხანაგური ხომ არ იყო-მეთქი... კორონას დავაბრალოთ, კი ბატონო, მაგრამ ტაქტიკა ხა გააზრებული თამაში ნოლია მოედანზე.
რა გიკვირს ბებრები ფულის გასაკეთებლად მიდიან ეგაა და ეგ, ვაკომ პოლონეთის ექსტრაკლასი ვერ გაქაჩა წავიდა იქ და ლიდერი თუ არა საშუალოზე ოდნავ მაღალ დონეს დებს.
რა მაგარ ფორმაში არიან ჩვენი წინა ხაზელები ! ნეტავი ხვალ იყოს ბელორუსთან თამაში და ფინალიც მერე 5 დღეში ბელორუსს ხუთი-ექვსი-შვიდით ორ სამ ოთხს მოვუგებდით და კოსოვოსაას დაახლოებით ისე !
კარგი ამბავია