ინგლისური პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, „ლესტერის“ 33 წლის შემტევი, ჯეიმი ვარდი გახდა.
ვარდიმ 35 მატჩში 23 ბურთი გაიტანა. მეორე ადგილზე „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა - 22 გოლი 36 შეხვედრაში. ამდენივე გაიტანა „საუთჰემპტონის“ დენი ინგზმაც, ოღონდ 38 მატჩში.