ფეხბურთი

15:46 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარანტინის მიუხედავად, „სიტი“ – „რეალი“ მაინც გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის, რომელიც 7 აგვისტოსაა დაგეგმილი, საკარანტინო პირობების მიუხედავად, მაინც გაიმართება - წერს The Guardian.

შეხვედრა მანჩესტერში, „ეტიჰადის“ სტადიონზე უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გასული შაბათიდან მთავრობამ 14 დღიანი საკარანტინო შეზღუდვა დააწესა ესპანეთიდან შემომავალ მოქალაქეებზე. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ესპანეთში კორონონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო.

ბრიტანეთის კულტურის, ციფრული ტექნოლოგიების, სპორტისა და მასმედიის მინისტრმა, ოლივერ დოუდენმა, განაცხადა, რომ „სიტი“ – „რეალის“ მატჩი გამონაკლისის რანგში განიხილება.

პირველი შეხვედრა, 25 თებერვალს მადრიდში, ინგლისური კლუბის გამარჯვებით დამთავრდა - 2:1.

0.126013