იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში მილანის „ინტერი“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდა და ადვილად მოიგო.
ანტონიო კონტეს გუნდს სკუდეტოს მოგების თეორიული შანსი ჯერ კიდევ გააჩნია (სანამ „იუვენტუსი“ არ მოიგებს თამაშს), ამიტომაც, მილანელებისვის „ჯენოასთან“ გამარჯვება ნიშვნელოვანი იყო. დუბლით რომელუ ლუკაკუ გამოირჩა, ხოლო ერთხელ ალექსის სანჩესმა იხეირა. სხვათა შორის „ნერაძურიმ“ ამ გამარჯვებით „ატალანტას“ გადაასწრო და მეორე ადგილზეა.
„ნაპოლისთვის“ სერია A-ს მიმდინარე სეზონს პრაქტიკული დატვირთვა არ გააჩნია და ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად იყენებს. ნეაპოლელებმა „სასუოლოს“ თითო ტაიმში თითო გატანილი გოლით აჯობეს. უცნაური ისაა, რომ „სასუოლომ“ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ არცერთი არ ჩაუთვალეს...
„პარმამ“ უკვე გავარდნილი „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა. შესანიშნავი იყო დეიან კულუსევსკი, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მოგეხსენებათ, შვედი „იუვენტუსმა“ იანვარში იყიდა და სეზონის შემდეგ ტურინში გადავა.
დღეს „იუვე“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს. „ბებერი ქალბატონი“ გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს ოფიციალურად დაეუფლება.
„ბრეშა“ – „პარმა“ 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 დარმიანი (59), 1:1 დესენა (62), 1:2 კულუსევსკი (81)
„ჯენოა“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ლუკაკუ (34), 0:2 ალექსის სანჩესი (83), 0:3 ლუკაკუ (90)
„ნაპოლი“ – „სასუოლო“ 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჰისაი (8) 2:0 ალანი (90)