სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონში 17 გოლი გაიტანა. რუსი ფორვარდი მიიჩნევს, რომ შესანიშნავი შედეგია და რუსეთში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც გაუჭირდებოდათ უფრო შედეგიანი თამაში.
„მინდა ვთქვა: 17 გოლის გატან ჩვენს ჩემპიონატში, უკვე მიღწევაა. ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ: კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესიც ოდნავ მეტს გაიტანდნენ, ალბათ, 19-20 გოლს, რადგან უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები არიან. მესი ორენბურგის ხელოვნურ საფარზე ითამაშებდა, ნაშუადღევს, 2 საათზე. გარდა ამისა, აქ ზოგიერთი მცველი ბურთს საერთოდ არ უყურებს. ამ სიტყვებს სერიოზულად არავინ მიიღებს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - ჩვენ ძალიან სპეციფიკური ჩემპიონატი გვაქვს“, - თქვა ძიუბამ.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებულ რუსეთის ჩემპიონატში ძიუბამ 17 გოლი გაიტანა, ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა სარდარ აზმუნმა. თუმცა ბომბარდირის ტიტული დამატებითი მაჩვენებლების უპირატესობის გამო ირანელ თავდამსხმელს გადაეცა.