ფეხბურთი

12:22 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას "სიტის" გასაძლიერებლად 300 მილიონ ევროს გამოუყოფენ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სატრანსფერო პერიოდისთვის 330 მილიონ ევროს გამოუყოფენ. როგორც ცნობილი გახდა, ესპანელი აღნიშნულ თანხა ოთხი რგოლის გასაძლიერებლად დახარჯავს.

უფრო კონკრეტულად, პეპს გადაწყვეტილი აქვს, რომ ორი ცენტრალური მცველი, ლეროი სანეს შემცვლელი და თავდამსხმელი დაიმატოს.

As-ს ცნობით, დაცვაში მანჩესტერელები ყველაზე აქტიურად დიეგო კარლოსის, კალიდუ კულიბალისა და მილან შკრინიანის სახელებს განიხილავენ. სანეს შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი „ვალენსიას“ გარემარბი ფერან ტორესია, ხოლო თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება.

მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია გაუუქმდა, შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე უფრო ხელგაშლილი მოქმედება ნამდვილად აღარ გაუჭირდება.

0.111066