ფეხბურთი

17:37 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი გრინვუდის პროგრესზე: "ვიცი როდის სძინავს კარგად და როდის თამაშობს Playstation-ს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა მეისონ გრინვუდის საოცარ პროგესზე ისაუბრა. 18 წლის შემტევი დიდ ფეხბურთში პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება.

„ვიცი გრინვუდს კარგად როდის სძინავს და როდის თამაშობს გვიანობამდე Playstation-ს. ჩვენ აღარ გვიკვირს მისი გოლები, რადგან შესანიშნავი გოლეადორია“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი „მანჩესტერის“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

0.100699