„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მაგალითი „იუვენტუსისგან“ უნდა აიღოს. იტალიელი სპეციალისტის აზრით, საუკეთესოებს უნდა უყურონ, ახლა კი საუკეთესო „იუვეა“.
„მიმაჩნია, რომ „იუვენტუსზე“ ყურება სწორია. ისინი იტალიაში დომინირებენ, ზედიზედ მეცხრე ტიტულს მოიგებენ. ისინი საუკეთესოები არიან და სხვებთან შედარებით მნიშვნელოვან გზაზე იმყოფებიან. თუ გინდა განვითარება, მაშინ საუკეთესოებს უნდა დააკვირდე“, - აღნიშნა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 1991-2004 წლებში თამაშობდა, 2011-2014 წლებში კი მთავარი მწვრთნელის პოსტიც ეკავა. 1 წლის წინ მან „ინტერი“ ჩაიბარა, რომელიც ტურნულ გრანდს 34-ე ტურისთვის 8 ქულით ჩამორჩება.