მიუნიხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა კლუბისან გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. Sport1.de-ს ინფორმაციით, ავსტრელი ფეხბურთელის აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და მისი კლიენტის მოთხვონები გააცნო.
ალაბა მიუნხენური გიგანტისგან წელიწადში 20 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით „ბაიერნისგან“ ამ პირობაზე პასუხი არ მიუღია. თუ გერმანელები ფეხბურთელის მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარს იტყვიან, ალაბა ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.
მისი ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულში იწურება და წელს თუ არა, გაისად მიუნხენს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ავსტრიელ მცველს მსურველები ნამდვილად არ აკლია - „რეალი“, „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ სიტი“ და „იუვენტუსი“.
დავიდ ალაბას საფეხბურთო კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 28 წლის ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში დღემდე 382 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა.