„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალს“ პატივს მხოლოდ მოედანზე სცემს, მის მიღმა კი არა.
„არსენალთან“ დამარცხების შემდეგ ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. მოწინააღმდეგები ყოველთვის იმსახურებენ ჩემს პატივისცემას. რა ც შეეხება „არსენალს“, პატივს ვცემ მის ფეხბურთს, მაგრამ მოედანს მიღმა ნამდვილად არა. ვულოცავ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გასვლას და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა გვარდიოლამ.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდო ინფორმაციით, „არსენალი“ იყო პრემიერლიგის რვა კლუბის წერილის ინიციატორი, რომლის მიხედვით სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს „მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიკაციის ძალაში დატოვება მოუწოდეს. თუმცა, CAS-მა ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და „ქალაქელების“ სასჯელი გააუქმა. შედეგად, „მანჩესტერ სიტი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.