ესპანურმა „სევილიამ“ „მილანიდან“ სუსოს ტრანსფერი გამოისყიდა. ინფორმაცია ანდალუზიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„სევილიას“ ესპანელი შემტევის გამოსყიდვის ვალდებულება ჰქონდა თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა და ვინაიდან ასეც მოხდა, პუნქტის დაცვა მოუწია. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
სუსო „მილანის“ ღირსებას 5 სეზონი იცავდა და 152 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ხოლო „სევილიაში“ გატარებულ 6 თვეში 19 თამაშში ერთადერთი გოლის გატანა შეძლო.