ძიუდო

1:57 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. შემთხვევა ახმეტის რაიონში მოხდა, სადაც ნასვამ მდგომარეობში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება დაიწყო.

ზვიადაურს ცივი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს და დაუყოვნებლივ ახმეტის რაიონულ საავამდყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს, ათენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

0.116293