კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა, „ალავესი“ 5:0 გაანადგურა, ლიონელ მესიმ კი ბომბარდირის ტიტული მოიგო და რეკორდიც დაამყარა.
არგენტინელმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა, რის შედეგადაც 25 გოლი დაუგროვდა და „პიჩიჩის“ ტიტულს დაეუფლა. ამასთან ერთხელ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, მთლიანად სეზონში კი 21-ე. აქამდე ლა ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჩავი ერნანდესს ჰქონდა, რომელმაც 2008-2009 წლების სეზონში 20-ჯერ გააკეთა ეს და თანაგუნდელებს გატანაში დაეხმარა.
მესიმ კი შედეგი 1 საგოლე პასით გააუმჯობესა. სხვათა შორის, ლიონელს სეზონში 50 გოლი აქვს გატანილი თავის დროზე (2011-2012 წლების სეზონში), რაც ასევე რეკორდია ლა ლიგის ისტორიაში. მოკლედ, გოლებშიც და საგოლე პასებშიც საუკეთესოა.
„ბარსელონამ“ სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა და თავს მხოლოდ ლიონელ მესის დიდებული შედეგებით თუ დაიმშვიდებს. წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიცაა, იტალიურ „ნაპოლისთან“.