ფეხბურთი

1:07 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ინგლისის თასის ფინალში გავიდა

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისის თასის ნახევარფინალში, „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ორივე გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა. პირველი ბური გაბონელმა მე-19 წუთზე გაიტანა, ნიკოლა პეპეს გადაცემით, მეორე კი შესვენების შემდეგ. ამჯერად მისი ასისტენტი კირან ტირნი გახლდათ.

გადამწყვეტ მატჩში „მეთოფეები“ „მანჩესტერი“ –„ჩელსის“ გამარჯვებულს შეხვდებიან, რომლებიც ერთმანეთს 19 ივლისს დაუპირისპირდებიან, ასევე „უემბლიზე.“

0.117355