„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ცნობილი პორტუგალიელი აგენტისგან, ჟორჟე მენდეშისგან მიიღო წინადადება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანი დანიშნონ, რომელსაც ადრე „პარი სენ-ჟერმენში“, საფრანგეთის ნაკრებსა და „ბორდოში“ უმუშავია - გვამცნობს Mundo Deportivo.
მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბის ამჟამინდელი დამრიგებლის, კიკე სეტიენის მოიმავალი ჯერაც გაურკვეველია.
ბლანისთვის კი „ვალენსიასაც“ მიუმართავს. მანამდე ფრანგ სპეციალისტს უარი უთქვამს თურქული „ფენერბაჰჩესთვის,“ ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი კლუბისთვის.