„ვალენსიას“ ახალგაზრდა შემტევი, ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება. მისი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს, რომლის თანახმად „ქალაქელები“ 20 წლის ესპანელს - ლეროი სანეს შემცვლელად მოიაზრებენ.
ტორესის შეძენით გარდა „სიტისა“ ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ ინტერესდებიან, თუმცა დიდი ალბათობით ის კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა „ვალენსიას“ მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.