ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი ალეხანდრო „პაპუ“ გომესი სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.
არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, იმის მიუხედავად, რომ ივნისში გოლი არ გაუტანია. გომესის შესანიშნავი თამაშის წყალობით და ლიდერით „ატალანტა“ 9-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა.
პაპუ გომესის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 მატჩი და 6 გატანილი გოლია.