ფეხბურთი

17:47 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს" დეიან ლოვრენი ტოვებს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ლივერპულს“ ხორვატი დეიან ლოვრენი დატოვებს. ინფორმაციას გამოცემა Daily Express-ი ავრცელებს.

31 წლის ფეხბურთელი კლოპის გუნდის სამომავლო გეგმებში არ მოიაზრება და კარიერას რუსულ „ზენიტში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „ზენიტი“ 4 ტურით ადრე რუსეთის ჩემპიონი გახდა და ტიტული დაიცვა. რაც შეეხება ლოვრენს, ხორვატმა ფეხბურთელმა , რომელიც „ლივერპულის“ რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123725