ფეხბურთი

17:20 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია - კომპლექსების გარეშე

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს დიდებულად ათამაშდა და ბუნებრივია, რუსული მედიაც მის შესახებ ხშირად საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ News Sportbox-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი კომპლექსების გარეშე, რომელიც ცსკა-სთან საუკეთესო იყო.

„19 წლის კვარაცხელია ცსკა-სთან საუკეთესო იყო და რომ დავფიქრდეთ, ეს აღარავის უკვირს. კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას ფული განსაზღვრავს, შეგიძლია ერთი ფეხბურთელი ვარსკვლავით შეცვალო. ხშირად დაუსაბუთებელი თანხები გამოიყოფა ასაკში მყოფი ფეხბურთელებისთვის, ხოლო ნიჭიერ ახალგაზრდებს უგულებელყოფენ.

ამის მაგალითია მოსკოვის „ლოკომოტივი“, რომელმაც იჯარით აყვანილი კვარაცხელიას სატრანსფერო უფლებები არ გამოისყიდა იმის მიუხედავად, რომ იური სიომინი ამას დაჟინებით მოითხოვდა და კლუბის მომავალს უკავშირებდა. „რუბინმა“ ამ ფაქტით კარგად ისარგებლადა დარწმუნებული ვართ გადაწყვეტილებას არ ნანობს. 19 წლის ბავშვი მოწიფულ ფეხბურთს აჩვენებს. ცსკა-სთან არამარტო ტექნიკური, არამედი მისი ასაკისთვის შეუფერებელი, საოცრად დისციპლინირებული თამაში გვაჩვენა.

მარიო ფერნანდესი ყველამ იცის როგორი ფეხბურთელია, შეტევაშიც და დაცვაშიც, მაგრამ როგორც ჩანს, მწვრთნელისგან დავალება ჰქონდა მიღებული, რომ შეტევაში არ ჩართულიყო, რომ კვარაცხელიას სივრცეები არ დარჩენოდა, რომელიც მზად იქნებოდა ამით ნებისმიერ დროს ესარგებლა. ქართველი არ უშინდებოდა რამდენიმე მეტოქეს და ერთხელ სამი მოწინააღმდეგის გარემოცვაში თავისუფალი გზა მოძებნა.

ხვიჩას ტექნიკასთან პრობლემა საერთოდ არ გააჩნია, ისეთი სიმსუბუქით აკეთებდა ყველაფერს და ერთი ამოსუნთქვით, თითქოს ლეზგინკას ცეკვავდა. უფრო დიდ ყურადღებას ის თავხედობა იქცევს, რომელიც მისი ამპლუის ფეხბურთელებისთვის დიდი ბედნიერებაა. შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ აბსოლუტური კომპლექსების გარეშე თამაშობს და მეტოქის მიუხედავად საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „რუბინმა“ გუშინ მოპოვებული ქულის წყალობით რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეინარჩუნა. კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონის 25 თამაშში 3 გოლთან ერთად 4 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112228