ფეხბურთი

14:57 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ ორიეს ძმა მოკლეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველის, სერჟ ორიეს ძმა მოკლეს. კრისტოფ ორიეს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მუცლის არეში ორი ტყვია ესროლეს.

ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ დაზიანებები სიცოცხლესთან შეთავსებელი აღმოჩნდა და გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

„კლუბი მწუხარებით ადასტურებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სერჟ ორიეს ძმა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ სერჟს და მის ოჯახს“, - წერია „ტოტენჰემის“ განცხადებაში.

26 წლის კრისტოფ ორიეც ფეხბურთელი იყო და საფრანგეთის მე-5 დივიზიონის კლუბ „ტულუზ როდეოში“ თამაშობდა.

0.112999