„მანჩესტერ სიტი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ასევე ცნობილია, რომ „ქალაქელებს“ ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს ნაცვლად 10 მილიონის გადახდა მოუწევთ.
უეფა-მ პეპ გვარდიოლას გუნდი თებერვალში დასაჯა. ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის გუნდს დისკვალიფიკაცია და აგრეთვე ჯარიმა ემუქრებოდა. თუმცა, „მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვეტილება შვეიცარიაში, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივდა და სასურველ შედეგს მიაღწია.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, „სიტის" კი 72 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 12 ქულით უსწრებს, ამიტომ მას ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გარანტირებული აქვს.