ესპანეთის ლა ლიგაში „კადისი“ აღზევდა. სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ყვითლებმა“ ელიტალური ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვეს.
„კადისი“ ჯერ კიდევ შაბათს საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადასთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ კვირას მისი კონკურენტი „სარაგოსა“ „ოვიედოსთან“ (2:4) ხელმოცარული დარჩა, რის შედეგადაც, ყველაფერს წერტილი დაესვა.
ალვაროს გუნდს 69 ქულა აქვს და მესამეადგილოსან „სარაგოსას“ უკვე 7 ქულით უსწრებს, რაც ცხადია 2 ტურში აღმოფხვრადი არაა. „კადისი“ ლა ლიგას 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
სეგუნდა დივიზიონს რაც შეეხება, მეორე ადგილისთვის „უესკა“, „სარაგოსა“, „ალმერია“ და „ჟირონა“ იბრძვიან, პლეი-ოფის ზონაში 40 ტურისთვის „ფუენლაბრადაც“ იმყოფება.