ფეხბურთი

21:19 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ესპანეთის ლა ლიგაში

ესპანური „ლევანტეს“ რიგებში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა და ესპანეთის ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ 5 წუთი ითამაშა.

ქოჩორაშვილმა 89-ე წუთზე რუბენ როჩინა შეცვალა და მსაჯის კომპენსირებული 4 წუთიც მოედანზე იყო. ცხადია, ეს გამოსარჩევი ფაქტია, რადგან ესპანეთში ქართველს 12 წელი არ ეთამაშა.

მანამდე ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება გიორგი დემეტრაძეს („სოსიედადში“) და შოთა არველაძეს („ლევანტეში“) ჰქონიათ.

„ლევანტემ“ კი „ბილბაოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მე-12 პოზიციაზეა და ელიტაში დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი აქვს.

0.121497