კატალონიის „ბარსელონას“ ანტუან გრიზმანი გამოაკლდა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრავმის განსაზღვრავს მის ხელმისაწვდომობას. თუმცა, ვინაიდან ლა ლიგის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, დიდი შანსია, რომ ანტუანი მოედანზე მომდევნო სეზონამდე ვეღარ გავიდეს. საეჭვო ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ თამაშიც.
ფრანგმა შემტევმა ტრავმა „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში მიიღო და ლუის სუარესმა მატჩის შესვენებაზე შეცვალა.
მიმდინარე სეზონში ანტუან გრიზმანმა ყველა ტურნირის ჩათვლიტ ჩატარებულ 46 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა.