ფეხბურთი

20:46 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ციურიხი“ კორონავირუსის გამო, კარანტრინში გავიდა

შვეიცარიულმა „ციურიხმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა, რომ მის რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ გუნდი კარანტინის რეჟიმში გადადის.

„პარასკევს ყველა ფეხბურთლმა და პერსონალმა კორონავირუსის ტესტი გაიარა. რამდენიმეს დადებითი პასუხი დაუდასტურდა. ახლა, ლიგისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის წესების თანახმად, ყველა კარანტინში იმყოფება.“ - წერია განცხადებაში.

„ციურიხი“ დაგეგმილ უახლოეს მატჩებს ვერ ჩაატარებს: „სიონთან (11 ივლისს) და „ბაზელთან“ (14 ივლისს). კითხვის ნიშნის ქვეშაა 18 ივლისს „იანგ ბოიზთან“ გასამართი შეხვედრაც.

თეგებიციურიხი
0.128918