ფეხბურთი

14:36 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი იბრას სერია B-ში ეპატიჟება: "შენი ძველი "მილანი" აქ არის, მილანიდან 11 კმ-ში"

ადრიანო გალიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მონცაში“ ეპატიჟება. ეს ინფორმაცია იტალიურ მედიასთან თავად შვედმა ფეხბურთელმა დაადასტურა.

„გალიანიმ დამირეკა და მითხრა: „შენ თქვი, რომ ეს არ არის შენი „მილანი“, ქალაქ მილანიდან 11 კმ-ში შენი ძველი „მილანია“. ეს მიდგომა მომწონს, ასე უნდა იმუშაოს სპორტულმა დირექტორმა. როდესაც მან „მილანში“ პირველად მიმიყვანა, შვედეთში სახლში მომაკითხა: „იქამდე არ წავალ, სანამ ჩემთან არ წამოხვალ“. ჩემი მეუღლე ელენა აღელვებული მიყურებდა: „ეს გიჟია, რა უნდა ამას?“ უნდა წავიდეთ, ვუთხარი ელენას, თორემ აქედან არ წავა. როდესაც რამე გინდა, ის უნდა აიღო, საქმით და არა სიტყვებით“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი და გალიანი „მილანში“ 2010-2012 წლებში თანამშრომლობდნენ. ადრიანო გალიანი ამჟამად სილვიო ბერლუსკონისთან ერთად „მონცას“ ხელმძღვანელობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ სერია B-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.114119