საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო სეივისა და ყველაზე მატჩის გამო დააჯილდოვეს.
ქართველ კიპერს Pasp-მა დღეს ვარჯიშის დაწყებამდე გადასცა ორივე პრიზი. სეივებიდან აელ-თან ეპიზოდი გამოარჩიეს, როდესაც გუნდი ეფექტური ნახტომით გადაარჩინა. რაც შეეხება მშრალ მატჩებს, გიორგიმ 21 თამაშიდან 11-ჯერ შეძლო კარის ხელუხლებლად დაცვა და ეს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი გამოდგა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 23 მატჩი ჩაატარა.