მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატში გამაორჩიეს. როგორც ლა ლიგის ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია.
ბენზემამ ივნისის თვეში ლა ლიგაში 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 33 შეხვედრაში კი ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე 17 გოლია.