იტალიური „მილანი“ მზადაა ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ანტე რებიჩის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდოს.
ხორვატი „როსონერიში“ 2-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით იმყოფება, მაგრამ იტალიელები მზად არიან ერთი წლით ადრე ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები შეიძინოს.
Sky Sport-ის ცნობით, „მილანი“ „აინტრახტს“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც გამოსასყიდ პუნქტშია მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ანტე რებიჩი „მილანს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და შავ-წითელთა რიგებში 10 გოლი აქვს გატანილი.