თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელი საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა.
„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ „ბასკონიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და რუსული კლუბის ღირსებას დაიცავს.