ჩილელმა სპეციალისტმა, მანუელ პელეგრინიმ „ბეტისთან“ 2-წლიან კონტრაქტი გააფორმა. 66 წლის პელეგრინი ბოლოს ლონდონის „ვესთ ჰემის“ სათავეში იდგა, საიდანაც 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
პელეგრინი გუნდს მომდევნო სეზონიდან უხელმძღვანელებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი „მწვანეებს“ დროებითი მწვრთნელი ალექსის ტრუხილიო გაწვრთნის.
ჩილელს სამწრთვნელო კარიერაში ისეთ ტოპ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“, თუმცა ყველაზე წარმატებული წლები გამოცდილ სპეციალისტს „ვილიარეალში“ აქვს გატარებული.