ფეხბურთი

2:21 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსამ" "ესპანიოლი" სეგუნდაში მოისროლა

ლა ლიგის XXXV ტურმა „ესპანიოლის“ გავარდნას ბეჭედი დაარტყა. კატალონელები ბარსელონურ დერბიში „ბარსელონას“ ესტუმრნენ, წააგეს და ლა ლიგაში დარჩენის ყოველგვარი შანსი მოისპეს.

თავის მხრივ, „ბარსელონა“ ცდილობს ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ კიკე სეტიენის გუნდის თამაშის ხარისხი მეტისმეტად კრიტიკულია და განწირულ „ესპანიოლთან“ ძლივს მოიგო, ლუის სუარესის კინკილა გოლით. სხვათა შორის, გოლამდე ანსუ ფატი გააძევეს, რომელიც ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 21-ე საუკუნეში, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო.

„ბარსელონას“ 76 ქულა აქვს და ახლა ისღა დარჩენია, „რეალის“ თამაშს დაელოდოს. „ესპანიოლი“ კი ლა ლიგიდან 27 წლის შემდეგ გავარდა, ისტორიაში მეორედ. ზოგადად 89 სეზონიდან 88 ლა ლიგაში ჰქონდა გატარებული, მაგრამ მომდევნო წელი გამონაკლისი იქნება...

„ბარსელონა“ – „ესპანიოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სუარესი (56)

0.197619