ფეხბურთი

22:45 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" "მონაკოს" გერმანელი მცველი იჯარის წესით დაიმატა

"მონაკოს" გერმანელი ფეხბურთელი ბენიამინ ჰენრიკსი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ლაიპციგში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბენიამინი გერმანიის ნაკრების წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია. ჰენრიკსი ბუნდესნაკრების რიგებში პირველად 2016 წელს გამოჩნდა და კონფედერაციათა თასიც მოიგო, სადაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2017 წლის შემდეგ ნაკრებში იოახიმ ლიოვს ფეხბურთელი არ გამოუძახებია.

"ლევერკუზენის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი "მონაკოში" 2018 წელს გადავიდა. ბოლო ორ სეზონში ბენიამინმა ლიგა 1-ის კლუბის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.111216