კალათბურთი

13:39 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონია" მეტ ჯენინგთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული წევრი მეტ ჯენინგი „ბასკონიას“ ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით 32 წლის ამერიკელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. ბასკურმა კლუბმა ხელშეკრულების ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივებაზეც უარი განაცხადა.

სად გააგრძელებს კარიერას ჯენინგი ჯერჯერობით უცნობია. მისი სხვა გუნდში შესაძლო ტრანსფერისა და დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ ჯენინგი „ბასკონიაში“ კუბანის „ლოკომოტივიდან“ 2017 წელს გადავიდა, მანამდე კი „აპოელის“, „ანადოლუ ეფესის“, „სიენას“, „ციბონას“ და „რიო გრანდეს“ რიგებში უთამაშია. კარიერის განმავლობაში მან იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, თურქეთის თასი და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

0.12059