ფეხბურთი

19:12 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იქ მხოლოდ ფულისთვისაა" - ჟუნინიომ ნეიმარი გააკრიტიკა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და „ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიომ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა. სამხრეთ ამერიკელი ფიქრობს, რომ ის „პარი სენ ჟერმენში“ ერთადერთი მიზეზით გადავიდა - ფულის გამო.

„ბრაზილიაში მხოლოდ ფულის ინტერესი გვასწავლეს. როგორც ნეიმარს, რომელიც პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. მათ ყველაფერი მისცეს, ყველაფერი, რაც უნდოდა. ახლა უნდა კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი უნდა გაიღოს.თუმცა, ვიმეორებ ბრაზილიაში მხოლოდ ფულზე ინტერესი ისწავლება და მანაც ეს ისწავლა.

როგორც ფეხბურთელი, ის ტოპია, მესის და რონალდუს მსგავსად. მაგრამ როგორც პიროვნება უნდა გაიზარდოს, მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ცხოვრებაში ასწავლეს“, - თქვა ჟუნინიომ.

შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეუერთდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

0.116016