კალათბურთი

0:04 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იმედია ხალხის ჩემდამი დამოკიდებულება არ შეიცვლება" - შენგელიამ ცსკა-სთან მოლაპარაკება დაადასტურა

საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში შენგელიამ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალიდან“ წინადადება არ მიუღია და რუსულ კლუბთან მოლაპარაკებას მისი აგენტი აწარმოებს.

თორნიკე იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ არ შეიცვლება.

„ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, ხელი არაფერზე მომიწერია. ვნახოთ, რამდენიმე დღეში ალბათ გადაწყდება, ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას. რამდენიმე წლის წინ იყო შემოთავაზება „რეალიდან“, მაგრამ წელს ნამდვილად არ ყოფილა არც მადრიდიდან და არც „მილანიდან“. კი იყო „მილანის“ მხრიდან თითქოს ინტერესი, თუმცა შემდეგ თავად თქვეს უარი.

ერთადერთი სერიოზული ცსკა-ს ინტერესია. ამ გუნდში გადასვლით ან არგადასვლით ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მიამრთ არ იცვლება და იმედი მაქვს, ჩემი ქვეყნის ხალხის დამოკიდებულებაც ჩემს მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სამშობლოს მიმართ სიყვარულზე ახსნა-განმარტება დავიწყო ცოტა უცნაური იქნება“, - თქვა შენგელიამ.

0.114627