11 დღე გავიდა „ლივერპულის“ პრემიერლიგის ჩემპიონობიდან, რითაც 30-წლიანი მოლოდინი დასრულდა. თუმცა, საჩემპიონო მედალს ყველა ფეხბურთელი ვერ მიიღებს.
პრემიერლიგაში არსებული რეგულაციის თანახმად, მედალს მხოლოდ ის ფეხბურთელები იღებენ, რომელთაც სეზონში მინიმუმ 5 მატჩი აქვთ ჩატარებული. ეს კი, დიდი პრობლემაა „ლივერპულის“ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, როგორებიც ელიოტი, ულიამსი და ჯონსი არიან.
იურგენ კლოპი ამ წესს არ ეთანხმება და მზადაა მათ თავისი საჩემპიონო მედალი დაუთმოს.
„არ ვიცი ვის მოუვიდა ამ ხუთი თამაშის იდეა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი წესია, რადგან ხალხს არ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის მოგებაში მთელი გუნდი. ამ ბიჭებს მედალი 100%-ით ეკუთვნით, თუნდაც ჩემი მედლის მიცემა მომიწიოს. შემიძლია ჩემი გადავცე, ისინი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ და ამას იმსახურებენ“, - თქვა კლოპმა.