ვეტერანი ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი უკლობდაა. ბალკანელმა „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ყატარული კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.
მარიო „ალ-დუჰაილს“ სულ რაღაც 6 თვის წინ შეუერთდა და 8 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოასწრო. ჯერჯერობით უცნობია სად გაგრძელდება მისი კარიერა.
თავის დროზე კი მანჯუკიჩს „იუვენტუსში“, „ატლეტიკოში“, „ბაიერნსა“ და „ვოლფსბურგში“ უთამაშია.