„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და „ლივერპულს“ ისევ აჯობებს.
„ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომავალ სეზონში, რათა მოვუმატოთ და ტიტული დავიბრუნოთ. ჩვენ ზედიზედ ორჯერ გავხდით ჩემპიონები და ცოტა დავამუხრუჭეთ. ახლა ორმაგად მოტივირებულნი ვართ ჩემპიონობის დასაბრუნებლად.
მიმდინარე სეზონში ბევრი ქულები დავკარგეთ ისეთ სიტუაციებში, როგორშიც ადრე ვიმარჯვებდით. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მომავალ სეზონში კი ყველაფერი ნულიდან დაიწყება“ - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Sky Sports.