ფეხბურთი

11:23 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ და „არსენალი“ ერთმანეთს გრიზმანს შეეცილებიან

„ბარსელონას“ ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს - გვამცნობს Express.

გამოცემის მტკიცებით, 29 წლის გრიზმანს კატალონიურ კლუბში პრობლემები დაუგროვდა და ამით, შესაძლოა, „ინტერმა“ ან „არსენალმა“ ისარგებლონ.

ესპანურმა მედიამ უკვე არა-ერთხელ აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ, ერთობ უკმაყოფილოა ფრანგის გარჯით და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მის გაყიდვას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა ყველა ტურნირში, „ბარსელონას“ მაისურით 43 მატჩი გამართა, 14 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

0.122565