რუსეთის პრემიერლიგის XXV ტურში „მცირე ქართული დერბი“ შედგა, ჯიმი ტაბიძის „უფამ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის „რუბინს“ უმასპინძლა.
სამი ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და ორმა შეუცვლელად ითამაშა. 90-90 წუთი გაატარეს მინდორზე ტაბიძემ და კვარაცხელიამ, ხოლო დავითაშვილი სლუცკიმ 88-ე წუთზე შეცვალა.
„უფას“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 32 ქულით მეექვსე ადგილი უკავია და პრაქტიკულად ყველა ამოცანა გადაჭრილი აქვს. აი, „რუბინი“ კი მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა დაშორებული.