რაგბი

20:50 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრე “შევარდენზე”

საქართველოს ჩემპიონმა “ლელო სარასენსმა” მიმდინარე სეზონში მეორე ფრე ითამაშა. ეროვნული პირველობის მეხუთე ტურში ლევან მაისაშვილის გუნდი დედაქალაქურ დერბიში “ჯიქებს” დაუზავდა.

შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გაწვიმდა, მოედანი დასველდა და ალბათ ამის ბრალი უნდა იყოს უამრავი ტექნიკური წუნი, რომლითაც ეს შეხვედრა გამოირჩა. მთელი 35 წუთი თამაში 22-ებს შორის მიდიოდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა მაყურებელმაც მოიწყინა. გულშემატკივრები შესვენებამდე 5 წუთში გამოცოცხლდნენ, როდესაც ირაკლი ყიასაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და “ლელო” 6:0 დააწინაურა.

მეორე ტაიმი კვლავ მოქმედი ჩემპიონის აქტიურობით დაიწყო, მათ მეტოქე მოლით დაახლოებით 15 მეტრი ატარეს და 22-ში ჯარიმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ლელოზე თამაში ირჩიეს და უქულოდ დარჩნენ. 54-ე წუთზე “ჯიქებმა” თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, 61-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 66-ეზე თავისი გუნდი 9:6 დააწინაურა. ამას “ლელომ” ხელდახელ შეტევით უპასუხა, ყიასაშვილმა მოკლეზე გადაიკიდა ბურთი და თავად აიღო, მაგრამ ის ლაშა ნადირაძემ კისერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა. ლელოს გატანის მცდელობა უშედეგოდ რომ დასრულდა, ყიასაშვილმა 71-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, დარჩენილ დროში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა მოახერხა და მატჩიც 9:9 დასრულდა.

დაძაბული გამოდგა “არმიასა” და ქუთაისის “აიას” შეხვედრა. ანგარიში სტუმრებმა რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ორიოდე წუთში მათ ჯარიმითვე ლაშა ბაირამაშვილმა უპასუხა და ტაიმი 3:3 დასრულდა. 55-ე წუთზე ბექა ყურაშვილმა შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა. გარდასახვა ზუსტი იყო, მაგრამ 10 წუთში ბაირამაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. სათამაშოდ კიდევ 15 წუთი რჩებოდა, თუმცა, ამ პერიოდმა უქულოდ ჩაიარა და ქუთაისელებმა 4, ხოლო “არმიამ” ერთი პრემიალური ქულა აიღო.

ხვალ ბათუმის ნაცვლად თბილისში ჩატარდება “არმაზისა” და “ბათუმის” შეხვედრა. მატჩი “შევარდენზე” 15:30 საათზე იწყება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

V ტური

4 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 9:17 (3:7)

თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 18:19 (3:10)

5 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 9:9 (6:0)

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ცერცვაძე, 12. ხეცურიანი, 11. თოდუა (ნიჟარაძე 11), 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (ჯულაყიძე 63), 2. ალხაზაშვილი, 3. მელიქიძე, 4. კერვალიშვილი, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი (გოგოლაშვილი 72), 7. კოლელიშვილი (სურგულაძე 41), 8. მაისურაძე

3 ჯარიმა: ყიასაშვილი

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ხარაზიშვილი, 13. დევსურაშვილი, 12. ხუციშვილი, 11. ბიწაძე, 10. ნინიძე, 9. ჭინჭარაული (ნადირაძე 22); 1. კვერნაძე (კაიკაციშვილი 57), 2. ოქრომელიძე (მამრიკიშვილი 41), 3. ოქრიაშვილი (მიქაძე 77), 4. გოგოლიძე, 5. ქოჩიაშვილი, 6. პაპავაძე, 7. ტუჩაშვილი, 8. შენგელია.

3 ჯარიმა: ხარაზიშვილი

1 სინბინი: ნადირაძე (67)

რეფერი: ჩიხლაძე

კიდეებზე: მჟავანაძე, საჯაია

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 9:10 (3:3)

არმია: 15. ჯინაშვილი, 14. ნოზაძე, 13. ი. ჩხიკვაძე, 12. ბაირამაშვილი, 11. ჯიმუხაძე, 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია; 1. ქორიძე (მეკოკიშვილი 56), 2. სულუაშვილი (გურგენაძე 64), 3. ტ. ჩხიკვაძე (ჯინჭარაძე 56), 4. ჟღენტი, 5. უჩავა (სურგულაძე 69), 6. დარასელია, 7. დაუშვილი, 8. თავართქილაძე.

3 ჯარიმა: ბაირამაშვილი

აია: 15. ბაბუნაშვილი, 14. აფციაური, 13. კიკვაძე (ბ. ტორაძე 62), 12. სინაურიძე, 11. ფრუიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი (მატარაძე 77), 2. მატკავა (გ. ტორაძე’უმც 64), 3. გ. ტორაძე’უფრ, 4. შალამბერიძე, 5. კუხიანიძე (გიორგაძე 57), 6. დანგაძე, 7. დ. ლოსაბერიძე (ჩიტეიშვილი 63), 8. ყურაშვილი.

1 ლელო: ყურაშვილი

1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

1 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

რეფერი: გვირჯიშვილი

კიდეებზე: თევზაძე, ტრაპაიძე


1.ყოჩები5500118-6121
2.ხარები5311124-7416
3.ლელო სარ.522183-7012
4.ჯიქები521243-5811
5.აია520371-8910
6.ლოკომოტივი420265-5410
7.არმია520361-9110
8.ბათუმი420256-698
9.არმაზი310245-475
10.თიბიეს უნივ.500573-1262


6 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 15:30

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

0.118029