ფეხბურთი

20:45 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ნინუა და "ბეშიქთაში" ერთმანეთს ბევრ რამეს მისცემენ"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი თურქულ მედიას ნიკა ნინუას „ბეშიქთაშში“ მოსალოდნელ ტრანსფერზე ესაუბრა.

milliyet.com.tr-სთან საუბარში შოთამ თქვა, რომ ამ ტრანსფერით ორივე მხარე მოიგებს, რადგან ერთმანეთს ბევრ რამეს მისცემენ.

„ბეშიქთაში“ ძალიან კარგად ფეხბურთელს აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, ნიკას უყვარს რისკის გარეშე თამაში, როგორც გამოცდილ ფეხბურთელს. ნახევარდაცვაში ძალიან შემტევი მოთამაშეა, როდესაც ბურთი აქვს, შეუძლია თამაში ბევრი მიმართულებით წარმართოს. თუ „ბეშიქთაში“ ნიკას დაიმატებს, ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს შეიძენს, დიდი პერსპექტივით.

მე და არჩილი საიდან ჩამოვედით თურქეთში? საქართველოს ჩემპიონატიდან და არა გერმანიის. ყველა ლიგაში თამაშობს კარგი ფეხბურთელი, თურქეთიდანაც წასულან მაღალი დონის ლიგებში. გარდა ამისა, ნიკა ახალგაზრდა ფეხბურთელია, სადაც არ უნდა წავიდეს შეეჩვევა ახალ გარემოს. „ბეშიქთაშს“ ბევრს მისცემს ნიკა და მასაც ბევრს მისცემს „ბეშიქთაში“, - თქვა არველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120254