თამაშგარე

13:59 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერს ულამაზეს მეუღლესთან შერიგება სურს

ვეტერან ნიდერლანდელ ფეხბურთელ ვესლი სნეიდერს მომხიბვლელ მეუღლესთან, იოლანტე კაბაუსთან შერიგების იმედი აქვს. წყვილი ოფიციალურად არ განქორწინებულა, მაგრამ ერთად აღარ ცხოვრობენ და სნეიდერი ხვდება, რომ წარსულში შეცდომები დაუშვა.

„დროთა განმავლობაში ყველაფერი ხელიდან გამივარდა. მის თვალებში ტკივილი და უნდობლობა დავინახე, ძლივს ვუყურებდი. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. რატომ? პოპულარობა, ფული, ძალაუფლება, სიმდიდრე. იოს ყოველთვის ისე არ ვექცეოდი, როგორც ამას იმსახურებდა.

ამბობენ, იმიტომ არ განვქორწინდით, რომ ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ფულის საკითხი საერთოდ არაა. იმედი მაქვს, ერთ დღეს შევძლებთ ერთ ოჯახად დაბრუნებას. თუმცა ამის თქმის მცირე უფლება მაქვს, რადგან მე წლების განმავლობაში ბედნიერი ვიყავი და იოლანტესაც აქვს ამის უფლება“, - თქვა სნეიდერმა.

აქვე გეტყვით, რომ სნეიდერი და კაბაუ 2010 წლის ივლისში დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

0.118726